LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ISIS-ის ქართული დაჯგუფების მუქარის შემცველი ვიდეო – სუს-ში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს [ვიდეო]

141

ISIS-ის ქართული დაჯგუფება სავარაუდოდ, მუქარის შემცველ ვიდეოს ავრცელებს, რომელსაც ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ აქვეყნებს. ვიდეოს თან ახლავს ქართული ტიტრები, სადაც დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება. „პალიტრანიუსის“ ინფორმაციით, ვიდეო სავარაუდოდ 2 კვირის წინაა დამზადებული.

ვიდეოს შესახებ ცნობილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის, რაზეც როგორც “ფორტუნას” უწყებაში განუცხადეს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„ორი ძმა მოგვიკალით (დაგვიწვით) არაფრის გულისთვის! სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს ურჯულოებო! გეშინოდეთ ჩვენი… გაუჩინარებული მაგამედოვი!! დიახ, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი… გაბრიელ სალოსის სპეცოპერაცია!!! აქაც დაგვიხოცეთ ძმები ღალატით და მოტყუებით. ინშა ალლაჰ, ჩვენი მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის,“ – ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

ერთ-ერთი ვერსიით, ტერორიზმის საქმეზე, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, სუს-ის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ., რომლის აყვანის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, ზემოხსენებულ დაჯგუფებასთან არის კავშირში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g