გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 3 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 949 176 -ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 2 105-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 908 813-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 14 082 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 55 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 372 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 936-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 41 236, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 593, PCR ტესტით – 16 643.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,65%, ბოლო 14 დღის – 6,18%, ბოლო 7 დღის – 7,43%.
დღიურად აცრილთა რიცხვი 7 867-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.