LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება Pagani-ს ახალი სუპერქარი

45
pagani

სუპერქარი Pagani Huayra წელს 10 წლის ხდება, ამიტომ ბრენდი მისი შთამომავლის შექმნაზე აქტიურად მუშაობს. მოდელის, ინდექსით C10 წარდგენა ზაფხულში ან შემოდგომაზე, მილანში ლეონარდო და ვინჩის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმში იგეგმება, თუმცა თუ როგორ გამოიყურება ავტომობილი, ამის ნახვა უკვე შესაძლებელია.

სუპერქარის ფოტოები ქსელში არაოფიციალური წყაროსგან გავრცელდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სიახლის ტირაჟი 280 ეგზემპლარია, ფასი კი 3 მილიონი ევრო.

Pagani მოძრაობაში ბიტურბო V12 ძრავს მოჰყავს და აგრეგატი ავტომატური და მექანიკური გადაცემათა კოლოფებით იქნება ხელმისაწვდომი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g