„წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, ახალი წლის დღეებში ქვეყანამ ტურისტები, ძირითადად, მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან და სომხეთიდან მიიღო“, – ამის შესახებ გადაცემაში „საქმიანი დილა“ გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციის დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ ისაუბრა.
ამასთან, მან 2022 წლის ახალი წლის დღეები 2019 წლის იმავე პერიოდს შეადარა და აღნიშნა, რომ ტურისტების კლება რიცხობრივად წელს გაცილებით დიდია.
„წლევანდელ გასტრონომიულ ტურიზმს 2019 წლისას ვერც შევადარებ. 2019-ს რომ დავეწიოთ, კიდევ ბევრი გვიკლია. პირველ რიგში პანდემია უნდა დასრულდეს და შემდგომ ვითარებაც დალაგებას დაიწყებს”, – აღნიშნა ქეთი კვიჭიძემ გადაცემაში „საქმიანი დილა“.