LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

94

საბაჟო გამშვებ პუნქტში “წითელი ხიდი”, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ა.ა-ს ფიზიკური დათვალიერებისას, 600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g