LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლას“ ავტოპილოტს გზაზე აგრესიული ქცევა ასწავლეს

50
teslanews

Full Self-Driving  – “ტესლას“ ყველაზე მაღალტექნოლოგიური ავტოპილოტია, რომელიც ჯერ ისევ საცდელ ვერსიად არსებობს და გზაზე ქცევის წესები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს. გამოცემა The Verge-ს ინფორმაციით, განახლებული სისტემა „მშვიდ“, „საშუალო“ და „აგრესიულ“ რეჟიმებს მიიღებს. მესამე რეჟიმის დასახელება შეიძლება ითარგმნოს როგორც „თავდაჯერებული“, „თამამი“, რაც ზუსტად აღწერს მის ხასიათს და ელექტროქარს საკმაოდ მკვეთრი მანევრირებისკენ უბიძგებს.

„ტესლას“ თითოეული ახალი პროფილის მახასიათებელი ეკრანზე ზუსტადაა ახსნილი. მაგალითად, „აგრესიული“ რეჟიმი ელექტროქარსა და მის წინ მიმავალ ავტომობილს შორის დისტანციას ამცირებს და ცდილობს შედარებით სწრაფ ზოლში გადაჯგუფდეს.

გარდა ამისა, გადასწრების შემდეგ „ტესლა“ ზოლს არ შეიცვლის და არც იმ საგზაო ნიშნების წინ გაჩერდება, რომელიც წესით ამისკენ მოუწოდებს.

„მშვიდი“ რეჟიმის დროს ავტოპილოტი პირიქით ძალიან წესიერად მოიქცევა, დიდ დისტანციას დაიცავს, გაჩერდება ყველგან სადაც საჭიროა და ა.შ.

ბუნებრივია, ეს ცვლილებები რეგულატორებს ძალიან დააინტერესებთ და შესაძლოა „ტესლა“ ახალ ჯარიმასაც ვერ გადაურჩეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები