რვაწლიანი ემიგრაციის შემდეგ, ჯგუფ „სეიშენის“ წევრი, ზაზა ბანძელაძე აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდა.
ემოციურ კადრებს, სოციალურ ქსელში, თავად მომღერალი ავრცელებს.
„ეს არის ზღვა ემოცია, რომელსაც ვერასდროს გადმოგცემთ. მადლობა ყველას, ძალიან ბევრი მილოცვა მივიღე.
ვტკბები და ვერ გწერთ“, – წერს ზაზა ბანძელაძე სოციალურ ქსელში.