LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მეცნიერები იმ პირობებითა და უფლებებით ისარგებლებენ, რომლითაც ევროკავშირის ქვეყნების მეცნიერები

237
shutterstock-684989701

უნივერსიტეტისთვის სრულიად ახალ პერსპექტივას ქმნის ისტორიული პროექტი – ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ახალი ჩარჩო-პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს ასოცირება, რომელსაც სულ ახლახანს საზეიმოდ მოეწერა ხელი ბრიუსელში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ შეთანხმებით საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პროგრამებით, პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.

„ტექნიკურ უნივერსიტეტში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დიდი თანადგომით, დღეს დაფუძნდა „ჰორიზონტი ევროპის” ოფისი, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ქართველი მეცნიერების შესაძლებლობებს, სრულად მოახდინონ სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის რეალიზაცია. მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ 95 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში. მსგავსი პროექტები საქართველოს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის განუყოფელ ნაწილად ქცევას ემსახურება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g