LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მინდა სიყვარულის პატარა ბუდე მოვაწყო, ნელ-ნელა თბილისიდან კახეთში გადასვლა მსურს” – მარკუს მეტრეველი

703
markusmetreveli

რადიოს „არ დაიდარდო“ მხიარული დილის სტუმარი მომღერალი მარკუს მეტრეველი გახლდათ. მომღერალმა მის ცხოვრებაში არსებულ ახალ ეტაპზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

-მარკუს, როდის იწყება შენი დილა?

– ბოლო დროს ძალიან ადრე იწყება ჩემი დღე, დღესაც დილის 9 საათზე გავიღვიძე. ახალი ეტაპი მაქვს ცხოვრებაში, აგარაკის გარემონტება დავიწყე  და ბოლომდე ამ ამბავში ვარ ჩართული. ძალიან დიდ დროს და ენერგიას ვახარჯავ. მინდა სიყვარულის პატარა ბუდე მოვაწყო. ნელ-ნელა თბილისიდან კახეთში გადასვლა მსურს.

-თავად თუ ხარ ფიზიკურად ჩართული რემონტის პროცესში?

-მე ზოგადად ძალიან მიყვარს რაღაცების შექმნა და შენება. უშუალოდ ჩემი ხელით და მონაწილეობით მინდა იყოს თითოეული დეტალი გაკეთებული ამ სახლში, თუნდაც მცენარეები ეზოში.

-როგორ გაატარე ახალი წელი?

-ახალ წელს თბილისში მქონდა რამდენიმე კონცერტი, მათ შორის ყველაზე დიდი ორბელიანის მოედანზე. იქ შევხვდი და მოვესიყვარულე ჩემს მსმენელს. შემდეგ, გადავინაცვლე სხვადასხვა საღამოებზე.

-შენს კარიერაში არსებულ სიახლეებზე მოგვიყევი…

-რაც შეეხება სიახლეებს, ახლახან ჩავწერე სიმღერა „ერთი შანსი“, რომელის პრემიერაც რადიოს „არ დაიდარდო“ ეთერში შედგა და ექსკლუზიურად თქვენს ტალღაზე ტრიალებს. უკვე ახალ სიმღერაზეც დავიწყე მუშაობა. იმედი მაქვს, მასაც მალე დავასრულებ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g