დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გვიან ღამით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
3 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ში, სოფელ სორგითში დაფიქსირდა.
მიწისძვრა თბილისის დროით 01:03 საათზე მოხდა.
გამთენიისას 3.8 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა აზერბაიჯანშიც.