სამკვირიანი არდადეგების შემდეგ გუშინ, ქვეყანაში სასწავლო პროცესი განახლდა, რის გამოც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებენ. ამასთან, ინფიცირებულებისა და მათი კონტაქტებისთვის იზოლაციის შემცირებული ვადებიც ამოქმედდა.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მშობლებს მოუწოდებს, თუ ბავშვს გაციების სიმპტომები აღენიშნება სახლში დატოვონ. მისივე განმარტებით, „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და ერთმა ბავშვმა შეიძლება მთელი კლასი დააინფიციროს.
„თუ ბავშვს აღენიშნება გარკვეული სიმპტომატიკა – ყელის ტკივილი, ხველა, ტემპერატურა, ასეთ დროს უნდა მოვარიდოთ სხვა ადამიანებს და სკოლაში არ გავუშვათ. ვიცით, რომ „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება, ამიტომ როდესაც ინფიცირებული ბავშვი საჯარო სივრცეში მოხვდება, შეიძლება მან მთელი კლასი დააინფიციროს.
ამიტომ როგორც მშობლებმა, ასევე ბავშვებმა და სკოლის პერსონალმა რეკომენდაციები უნდა დაიცვან“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
რა შემთხვევაში დავტოვოთ ბავშვი ონლაინ სწავლებაზე – კულუმბეგოვი მშობლებს რჩევით მიმართავს