ერთნი ნარკოტიკს უწოდებენ და ზედმეტ კილოგრამებს მას აბრალებენ. მეორენი კი ღმერთების საკვებს უწოდებენ. თუმცა, ამით, გემრიელი შავი შოკოლადის არც თვისებები იცვლება და არც გემო. თაყვანისმცემლების ნაკლებობასაც არასდროს უჩივის.
წარმოგიდგენთ რამდენიმე არგუმენტს შავი შოკოლადის სასარგებლოდ: მწარე შოკოლადი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, A, C, E ვიტამინებს, თუთიას, რკინას, კალიუმს, კალციუმს. სასარგებლო თვისებებით, შოკოლადს, ვაშლსა და იოგურტს ადარებენ.
შოკოლადის ზოგიერთი სახეობა F ვიტამინს შეიცავს, რომლის ნაკლებობა ეგზემისა და გამონაყარის წარმოქმნას იწვევს. ეს ვიტამინი ამაგრებს ფრჩხილებს და თმის ძირებს, იბრძვის ცელულიტის წინააღმდეგ.
კაკაოს მარცვლები სასარგებლო ნივთიერებას – ფლავანოლს შეიცავს. ის ამცირებს არტერიული წნევის, ინსულტის, ინფარქტის და დიაბეტის რისკს. იგი, ჩვენს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისაგან იცავს, რითაც ხელს უშლის ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნას.
შოკოლადი ასუფთავებს არტერიებს და ხელს უწყობს თრომბის თავიდან აცილებას. შოკოლადის ზეგავლენას ადარებენ წითელი ღვინისგან ან მცირე დოზა ასპირინისგან მიღებულ ეფექტს.
მათ, ვინც რეგულარულად მიირთმევს შოკოლადს, გონება შედარებით გახსნილი აქვს. მისი შემცველობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ტვინში. აღმოჩნდა, რომ ცხიმი, რომელსაც შოკოლადი შეიცავს, არ ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში. შოკოლადი ძვირფასი და მაღალკალორიული პროდუქტია. მის მცირე ულუფასაც კი შეუძლია დიდხანს შეგინარჩუნოთ ძალა. ფსიქოლოგები გვირჩევენ: ყოველთვის თან გვქონდეს შოკოლადის ფილა და გაგვიადვილდება ურთიერთობის აწყობა. შოკოლადის მოყვარულები იშვიათად იტანჯებიან დეპრესიით და მარტოობით.
შოკოლადი არ იწვევს ნარკოტიკულ დამოკიდებულებას, მასში კოფეინის მცირე რაოდენობაა (30 მგ. კოფეინი – 100 გრამიან ფილაში), ფინჯან ყავაში კი 180 მგ. კოფეინია. შავი შოკოლადის მოყვარულთ კარიესი არ ემუქრებათ, რადგან კაკაოს ცხიმი, რაც ბუნებრივი მცენარეული ცხიმია – კბილებზე დამცავ ფენად ედება. შოკოლადი აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს გაციების პროფილაქტიკას. შოკოლადი არ უნდა დაივიწყონ ქალბატონებმა კრიტიკულ დღეებში. გაირკვა, რომ შოკოლადი ამცირებს მენსტრუაციის სინდრომის უსიამოვნო შეგრძნებებს. ამერიკელი მეცნიერების დაკვირვებებმა აჩვენა, რომ რომ შოკოლადის ზემოქმედებით ტვინის სხვადასხვა უბნები ინტენსიურ და ხანგრძლივ სტიმულაციას განიცდიან.