“მთავარი არხის” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნათია გოგსაძე მისი შვილის სასამართლო პროცესის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც ჟურნალისტი წერს, მისი შვილი, რომელსაც აუტისტური სპექტრის პრობლემა აქვს, ჯარში გაიწვიეს. გოგსაძის თქმით, სამართალდამცავებმა ოჯახი საქმის კურსში არ ჩააყენა და საბოლოოდ, საქმე სასამათლო დავამდე მივიდა.
“საგიჟეთში ვცხოვრობთ … დღეს, ჩემი შვილის ლევან გაფრინდაშვილის მეორე სასამართლო პროცესია, (პირველი უჩვენოდ ჩატარებულა) თურმე ჯარში გაიწვიეს, პოლიციელი ესაუბრა მას ( როგორც ეს ვაკე საბურთალოს პილიციის მიერ შედგენილი ოქმიდან ირკვევა, ადგილები დაფარულია ამ ოქმში), გააფრთხილა და ის კი არ გამოცხადდა…… აი, ასეთი არაფერი მინახავს და გამიგია, 18 წელიწადია ლევანიკოსგან ოჯახის წევრები თითო სიტყვას ველოდებით და პოლიციელმა კი მთლად ოქმი შეადგინა!!!!
ლევანიკოსთან , რომელიც აუტისტია და უცხოებთან საერთოდ არ შედის კონტაქტში…ან რა ენაზე ისაუბრეს, ან რა ნომერზე დაურეკა… უსამართლობა ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი ამორალური ……
ნეტავ შემეძლოს ჯარში გავუშვა, ნეტავ…”,- წერს ნათია გოგსაძე.