51 წლის ვენსან კასელისა და 21 წლის ტინა კუნაკის რომანს პრესა მთელი წელია განიხილავს, რასაც წყვილიც აქტიურად უწყობს ხელს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით.
ცნობილმა ჟურნალისტმა ენრიკო ბროკარდომ რამდენიმე დღის წინ ვენსანთან და ტინასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც წყვილმა გაცნობის ისტორია მოყვა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა: „ჩვენ არასდროს ვირჩევთ ვინ შვიყვაროთ. როცა ტინას შევხვდი, არ ვოცოდი რამდენი წლის იყო, მერე კი, გავიგე და ძალიან გამიკვირდა“, – აღიარა კასელმა, რომელიც მზადაა მესამედ გახდეს მამა, რადგან თვლის, რომ ბავშვი საუკეთესოა, რაც კი შეიძლება არსებობდეს სამყაროში.
ვენსან კასელი, რომელსაც ყოფილ მეუღლესთან, მონიკა ბელუჩისთან ორი ქალიშვილი ჰყავს, უარს არ ამბობს ისევ ჩაებას ოჯახურ ცხოვრებაში, მით უფრო, რომ ახალ რჩეულს უკვე შესთავაზა ცოლობა.