LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ცინცაძემ ,,არ დაიდარდოს” ეთერში ლექსი წაიკითხა, რომელიც სრულიად საქართველოს მიუძღვნა

406
nanacincadze

რადიოს „არ დაიდარდო“ მხიარული დილის სტუმარი პოეტი ნანა ცინცაძე გახლდათ. პოეტმა ჩართვაში თავის პროფესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულ სიახლეებს მალე შესთავაზებს საზოგადოებას. რადიოს მსმენელისთვის პირდაპირ ეთერში ლექსიც წაიკითხა, რომელიც სრულიად საქართველოს მიუძღვნა.

-ნანა, როგორ შეხვდი კალანდას? ჭეშმარიტ ქართულ ახალ წელს?

-ჩამჭრელი კითხვა გურულს, გურულისგან. კალანდას აუცილებლად უნდა  შეხვდე გურული ღვეზელით, ჩიჩილაკით და იმ განწყობით, რომ ჯერ შენ იყო კარგად და შემდეგ ყველა ადამიანს განურჩევლად სქესისა და ეროვნებისა უნდა უსურვო, იყოს ძალიან ბედნიერი და ყველასთვის ერთნაირად ლამაზად ანათებდეს მზე.

-ნანა რამე სიურპრიზს, ხომ არ უმზადებ საზოგადოებას? თუ გაქვს სიახლე პროფესიული მიმართულებით?

-არსებულმა ვითარებამ ცოტა შემიშალა ხელი და გამაჩერებინა წიგნები. თუმცა, ჩემი ლექსების მიხედვით შეიქმნა სიმღერები და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. გარკვეული სიახლეები და სიურპრიზებიც მაქვს.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g