LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალანდარიშვილის მიმართ პრეტენზიები არ მაქვს: ალექსანდრე რაქვიაშვილი

108
სანდრო რაქვიაშვილი

ახლა ვმსჯელობთ დავამტკიცოთ თუ არა კალანდარიშვილი მეორეჯერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, მის მიმართ მე ტექნიკური სახის პრეტენზიები არ მაქვს, – ამის შესახებ „გირჩის” წევრმა, დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

„თუ დისკუსიები გაიმართება და იქნება მნიშვნელოვანი არგუმენტები, შეიძლება დავუჭიროთ მხარი. ამას არ გამოვრიცხავ. ამ მომენტისთვის ასეთი დისკუსიები არ გამართულა. თუ ეს გაკეთდება ისეთივე ფორმით, როგორც ზაფხულში. ჩვენ ამას ბუნებრივია მხარს არ დავუჭერთ. თუ ნორმალური დისკუსია გაიმართება, რატომაც არა“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი დღეს წარუდგინა.

magti 5g