LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა ჯანელიძე: „პაციენტები, კლინიკურად მწვავე პერიოდში, არავითარ განსაკუთრებულს არ აღნიშნავენ, კორონავირუსი ჩაივლის ბანალური ინფექციის მსგავსად და ორი თვის მერე ჩნდება პათოლოგიური უძილობა, დეპრესია, შფოთვა…“

437
მარინა ჯანელიძე

ექიმი ნევროლოგი, მარინა ჯანელიძე მარი მალაზონიას გადაცემაში საუბრობს კორონავირუსის და ნევროლოგიის ურთიერთკავშირის შესახებ და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, მარტივად მიმდინარე კოვიდის შემდეგ, ორ თვეში, გამოვლინდეს ნევროლოგიური პრობლემები. ყნოსვისა და გემოს დაკარგვაც, მისი თქმით, თავის ტვინს უკავშირდება, რადგან სწორედ ის აღიქვამს ამ შეგრძნებებს.

მარინა ჯანელიძე:

„შესასვლელი, კარიბჭე არის ცხვირ-ხახის ლორწოვანი, მაგრამ გემოვნება და ყნოსვა აღიქმება თავის ტვინის მიერ, ამიტომ რასაკვირველია, აზარალებს. დაახლოებით 40-50%-ში ნერვული სისტემის მხრივ გარკვეული ჩივილები, როგორც დაავადების დასაწყისში, ასევე პოსტკოვიდის დროს ვლინდება, როდესაც პაციენტები, კლინიკურად მწვავე პერიოდში, არავითარ განსაკუთრებულს არ აღნიშნავენ, კორონავირუსი ჩაივლის ბანალური ინფექციის მსგავსად და ორი თვის მერე ჩნდება პათოლოგიური უძილობა, დეპრესია, შფოთვა. შფოთვა ძალიან რთული საკითხია. დედამიწა შფოთავს, ვგულისხმობ გარეგან ფაქტორებს, არიან ადამიანები, რომლებიც ამას ადვილად ჰყვებიან. თუკი ასეთ ადამიანს გაუძლიერდება შფოთვა დაავადების მერე, ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ ადამიანი, რომელიც იყო აბსოლუტურად გაწონასწორებული, ყველანაირი ემოციური ლაბილობის გარეშე და მშვიდად გადატანილი კოვიდის მერე იწყებს შფოთვას, მისთვის უჩვეულოს, ეს უკვე არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე. რაც დრო გავა, უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება ამ დაავადების შესახებ. როგორ ახერხებს ამას ეს ინფექცია, ეს ჩემი აზრით, პანდემიის დასრულების შემდეგაც, დიდი ხნის განმავლობაში იქნება კაცობრიობის შემეცნების ძალიან ფართო საკითხი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g