LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოელი წყვილი უზარმაზარ ქორწილს გეგმავს – ღონისძიების ადგილი ციფრული რეალობაა

95
Screenshot 2022-01-26 130201

ინდოეთში საკმაოდ მძიმე ეპიდვითარებაა და პანდემიამ თითქმის ყველა სფეროს დაატყო კვალი. თუკი ბიზნესები დისტანციურ რეჟიმებზე გადავიდა, სიყვარულმა ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა.

ომიკრონის გამო ხელისუფლება ქორწილში მხოლოდ 100 სტუმრის დაპატიჟების უფლებას იძლევა, სწორედ ამიტომ ერთმა ინდოელმა წყვილმა გადაწყვიტა ოცნების ქორწილი სხვა რეალობაში გადაეხადა.

ქორწილი 6 თებერვლისთვისაა დაგეგმილი და წყვილს ცერემონიისთვის შესაბამისი ადგილიც აქვს შერჩეული.

გამოცემა Businessinsider-ის ინფორმაციით, დაპატიჟებულია სულ 2000 სტუმარი და დასწრებას ისინი ტელეფონების და ლეპტოპების საშუალებით შეძლებენ.

სიძე-პატარძალს ძალიან უყვარს ჰარი პოტერი, ამიტომ ქორწილის თემატიკა ჰოგვორსტი იქნება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ქორწილები ინდოეთში სულ უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ვირტუალური რეალობა ამჟამად ყველაზე უსაფრთხო სივრცეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები