ატლანტის მკვიდრმა დენ სტივენსონმა ჩანთებისა და პაკეტებისთვის ცალკე „უსაფრთხოების ღვედი“ შექმნა. სიახლე იმისთვისაა განკუთვნილი, რომ მკვეთრ მოსახვევებში ან მკვეთრი დამუხრუჭების დროს – ჩანთები ჩავარდნისგან დააზღვიოს. ავტომობილის სალონი კი ლაქებისგან, ნამცეცებისგან და ზოგადად დანაგვიანებისგან დაიცვას. გამოგონების მუშაობის პრინციპის დემონსტრირებისთვის მისმა ავტორმა საჭმლით სავსე ქაღალდის პაკეტი გამოიყენა და ღვედის დახმარებით პაკეტი მართლაც ვერტიკალურ მდგომარეობაში დარჩა.
აქსესუარს სახელად BAGO დაარქვეს, რაც სავარაუდოდ სიტყვიდან Bag (ჩანთა) მოდის. მის შესაქმნელად საჭირო ფინანსები დენმა ონლაინ ფონდის Kickstarter-ის მეშვეობით მოაგროვა.
ასეთი უსაფრთხოების ღვედის ფასი 22 დოლარია. ის მყიდველები ვინც შეკვეთას ადრევე გააფორმებს, პირველ BAGO-ს მაისის თვეში მიიღებენ. დანარჩენებმა კი თავისი ღვედის მისაღებად ივნისამდე უნდა მოიცადონ. აღსანიშნავია, რომ ღვედის გამოწერა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდანაა შესაძლებელი.
