რომის პაპმა ფრანცისკემ ფრანგ ახალგაზრდებთან განაცხადა, რომ სექსი და სექსუალურობა ღვთის დიდებული საჩუქარია.
როგორც washingtontimes წერს, პაპი ფრანცისკეს აზრით, სექსის თემა ტაბუდადებული არ უნდა იყოს.
პაპმა გრენობილის ეპარქიიდან ახალგაზრდა კათოლიკეებს მოუწოდა, რომ მათი სექსუალობა პორნოგრაფიისა და სხვა ცდუნებებისგან დაიცვან, რომლებიც სექსსა და სიყვარულს აცალკევებენ.
“სექსი ღვთისგან ბოძებული საჩუქარია. არანაირი ტაბუ. მას ორი მიზანი აქვს: სიყვარულის გამოვლენა და ახალი სიცოცხლის შექმნა. როდესაც ქალსა და კაცს შორის ვნებიანი სიყვარულია, ეს მათ უკვდავებას ანიჭებს,” – თქვა რომის პაპმა.
შეგახსენებთ, ეკლესიური სწავლება კრძალავს ქორწინებამდე სექსს.