LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი პეტრიაშვილი: მეთანის დონე იყო მომატებული, სამუშაო მყისიერად უნდა შეჩერებულიყო, სწორედ ეგ არის ახლა გამოსაკვლევი, რატომ არ შეჩერდა სამუშაო?

98
BeFunky-collage (7)

ტყიბულის მაღაროში, გუშინ აფეთქება მოხდა.

ძლიერი აფეთქება მინდელის შახტში ღამის 11:00 საათისთვის იმ დროს მოხდა, როდესაც მიწის სიღრმეში მეშახტეები იმყოფებოდნენ.

დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა რვა პირი.

ტყიბულში შახტში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ტყიბულის მაღაროში დაშავებული რვა პირიდან სამი დამწვრობისა და რეანიმაციულ განყოფილებებშია მოთავსებული.

მისივე თქმით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, მას სხეულის 60% აქვს დაზიანებული.

„საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, მიხაილ სოცკის განცხადებით, ტყიბულის მაღაროში მომხდარი შემთხვევის მიზეზების დასადგენად კომისია მუშაობს.

"მძიმე ტრავმები ჰქონდა, ჩვენ თვალწინ გარდაიცვალა" - როგორია ტყიბულის შახტში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ტყიბულის შახტში აფეთქება გუშინ ღამით მოხდა. უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია რვა პირი.

მიხაილ სოცკის თქმით, მაღარო ამ ეტაპზე მუშაობას სამი დღით შეაჩერებს და კომისიის მუშაობის შედეგებს დაელოდებიან.

“უახლოეს ორ დღეში ჩვენ ვითარებაში აუცილებლად გავერკვევით და გაფართოებულ პრესკონფერენციას ჩავატარებთ იმ მიზეზებზე, რომლებმაც ტრაგედიამდე მიგვიყვანა“, – აცხადებს მიხაილ სოცკი.

ტყიბულის მაღაროში ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო.

უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტზე მოხდა მყისიერი რეაგირება და ინსპექტორთა ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა.

როგორც შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველადი მოკვლევის შედეგად, გამოვლენილია სხვადასხვა სახის დარღვევა.

ტყიბულის შახტში საამფეთქებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა: შრომის ინსპექცია

აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში “დღის თემა” საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა ისაუბრა.

კონკრეტულ დეტალებზე, ბუნებრივია, წინასწარ ვერ ვისაუბრებთ, სანამ გამოძიების შედეგი არ გვეცოდინება, თუმცა რა პრობლემები იკვეთებოდა აქამდე ტყიბულის მაღაროში?

რა პრობლემებზე საუბრობდნენ უშუალოდ მაღაროელები და სავარაუდოდ, რას შეიძლება გამოიწვია ფატალური შედეგი?

„შრომის ინსპექციასა მჭიდრო კომუნიკაციაშია ჩვენს ადგილობრივ პროფკავშირთან.

მიმდინარეობს ფაქტის მოკვლევა და სანამ ბოლომდე არ იქნება მოკვლევა დასრულებული გამიჭირდება საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია მივაწოდო, თუმცა პირველადი მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ გადაცდომასთან გვქონდა საქმე, თუმცა ეს არ არის 100%-იანი სიზუსტით. ფაქტი შემდეგია, იქ გახლავთ დამონტაჟებული მოწყობილობა, რომელსაც წლების განმავლობაში ითხოვდა პროფკავშირები ადრინდელი მფლობელის პირობებში, რათა მეთანის გამზომი ხელსაწყო ყოფილიყო დამონტაჟებული და ეს ხელსაწყო ადგილზე გახლავთ.

როგორც ჩვენი წარმომადგენელი, შრომის ინსპექციასთან ერთად აცხადებს, მეთანის დონე იყო მომატებული, ამ შემთხვევაში სამუშაო უნდა შეჩერებულიყო.

სწორედ ეგ არის ახლა გამოსაკვლევი, რატომ არ შეჩერდა სამუშაო? ე.ი ხელსაწყო მწყობრში იყო, აგრეგატი მწყობრში იყო, მან დააფიქსირა მეთანის მომატებული დოზა, როგორც შრომის ინსპექცია აცხადებს და ვინაიდან ეს დაფიქსირდა, სამუშაო მყისიერად უნდა ყოფილიყო შეჩერებული, რატომ არ შეჩერდა სამუშაო, ვისი ბრძანებით, რა მოტივაცია ჰქონდა ტექნიკურ პერსონალს.

აქ ადამიანურ ფაქტორთან გვაქვს საქმე და ბუნებრივია ეს უნდა დაადგინოს შრომის ინსპექციამ.

შრომის ინსპექციის შექმნისთვის იმიტომ არ გვიბრძოლია რომ ნეკროლოგები დაგვისაბუთოს: ლინა ღვინიანიძე

ვინ უნდა აკონტროლებდეს ამ დეტალებს? თუ ეს არის ტექნიკური საკითხი?

ტექნიკური ჯგუფი, რომელიც მუშაობს ამ კომპანიაში. სწორედ მათი ვალდებულებაა ეს ყველაფერი და ბუნებრივია, მათ უნდა გაუწიონ მეთვალყურეობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დგინდება, ხელსაწყო იყო წესრიგში და თუ ხელსაწყო წესრიგში იყო მაშინ უნდა არსებობდეს ჩანაწერები, იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება, რომ „არაუშავრს თუ მეთანის დონე მომატებულია და გააგრძელეთ მუშაობა.“ აი ასეთი ტიპის ბრძანება უნდა არსებობდეს. დარწმუნებული ვარ მეშახტეს თვითნებურად, არ არსებობს, რომ განაწესის გარეშე, გაეგრძელებინა სამუშაო, თუმცა როგორც გითხარით ეს ყველაფერი არის გამოძიების საკითხი.

ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ შრომის უსაფრთხოების ტოტალური უგულებელყოფა ხდებოდა და ა.შ ჩვენ ვიცით, იმ ინვესტიციების შესახებ, რაც შრომის უსაფრთხოების კუთხით განხორციელდა.

რომ გადავხედოთ მონაცემებს, სამწუხაროდ, 2010 წლიდან ტყიბულში 38 მეშახტეა დაღუპული.

ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგას ბატონო ირაკლი და საინტერესოა ისჯებიან თუ არა ის ადამიანები, ვისი პასუხისმგებლობაც იკვეთება?

დიახ, რამდენიმე მათგანს თავისუფლებაც აღუკვეთეს წინა ფაქტთან დაკავშირებით.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მთლიანად 21-ე საუკუნეში შახტაში და მიწის ქვეშ სამუშაოების შესრულება, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, ეს ხომ გამოწვეულია იმ მძიმე სოციალური პირობების და პერსპექტივის არქონით, რაც ტყიბულელებს აქვთ? აქედან გამომდინარე, აქ მხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზე არ შეიძლება დადგეს საკითხი ან რომელიმე საშუალო რგოლის დასჯაზე და ა.შ თუმცა, რა თქმა უნდა, საკადრისი ყველამ უნდა მიიღოს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით, წლებია პროფკავშირები ამ საკითხს აყენებს.

ბუნებრივია, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს კერძო სექტორთან ერთად, რომ ტყიბულში შეიქმნას ალტერნატიული სამუშაო ადგილები, უნდა შეიქმნას ის, რომ მეშახტეს არ ჰქონდეს განცდა, იმის, რომ რაც მეტ მადანს მოიპოვებს, მით უფრო მეტ თანხას აიღებს, არ შეიძლება მადნის, ქვანახშირის მოპოვება მიბმული იყოს სიცოცხლის რისკთან.

მე არაფერს არ ვამტკიცებ, მაგრამ სულაც არ გამოვრიცხავ, ყოფილიყო საშუალო რგოლის მხრიდან მოწოდება, რომ გეგმა მეტად ყოფილიყო შესრულებული, ან მეტი ქვანახშირი ამოეღოთ და უგულებელყოფა მოეხდინათ მომატებული მეთანის.

ვნახოთ, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ როცა ვსაუბრობთ პასუხისმგებლობაზე ეს არის კომპლექსური პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, სახელმწიფო მთავრობასთან ერთად არის საზოგადოება, ეს არის მეწარმის, პროფკავშირის, თვითონ მეშახტეების და იმ ჯგუფის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ეკონომიკის ჯანსაღ პირობებს და მწვანე ეკონომიკას, რომელიც შახტებისგან ძალიან შორს არის,”-აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა “ფორტუნას” ეთერში საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g