LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 უმაღლესი კლასის სასტუმრო, რომელიც აჭარაში წელს გაიხსნა

1062
272617337-300603495429102-3281919238330214254-n

მიუხედავად პანდემიისა, რეგიონს სასტუმროები, კაფე-რესტორნები, კოტეჯები და გლემფინგები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაემატა. აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული ობიექტების 60% მთიან აჭარაში ამოქმედდა, 40% კი – ბათუმსა და ქობულეთში. „ეკოჰაუს მერისი“, „ჰილლ ინნ“, “სანლენდი“, „გლემფინგ თაგო“, „ვუდჰაიდი“, „ვუდფექერი“ „სანლენდი“ იმ ობიექტებს შორისაა, სადაც ტურისტებს აჭარის ულამაზეს ბუნებაში გლამურული კემპინგის საშუალება აქვთ. გარდა კოტეჯებისა, რეგიონს ასევე შეემატა ისეთი მაღალი კლასის სასტუმროები, როგორებიცაა: „ლიც რეზორტი“ „გონიო როშე“, „ამბასადორ გოდერძი“, „პანორამა კვარიათი“ და ტურისტული კომპლექსი „შატო კვირიკე“.

მთიან აჭარას ახალ ტურისტულ ობიექტებთან ერთად, ახალი ტურისტული პროდუქტები და მიმართულებებიც დაემატა.

ცნობისთვის, 2020-2021 წლებში, აჭარაში 100-მდე ტურისტული ობიექტი გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები