მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე რამდენიმე თვის წინ დედა გახდა. მას და მის რჩეულს, დავით კოდუას ქალიშვილი, ვიკი შეეძინათ. როგორც ალექსანდრა თავის „ინსტაგრამის“ გამომწერებს უყვებოდა, მშობიარობის შემდგომ ჰქონდა დეპრესიის ეპიზოდები, თუმცა ამ არცთუ ადვილი პერიოდის გადალახვა შეძლო.
ალექსანდრამ ასევე შესაშური მონდომებით მიაშურა სპორტდარბაზს და ძველი ფორმების დაბრუნება დაიწყო. მან სოციალურ ქსელში გაგვიზიარა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გამოიყურება ის მოტკეცილ შარვალსა და ტოპში. ალექსანდრა აღნიშნავს, რომ ეს პილატესის დამსახურებაა.