LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი, რომელიც მამამ დაჭრა, გარდაიცვალა

134
მამა

47 წლის მამაკაცი, რომელსაც ცოტა ხნის წინ საკუთარმა მამამ ცივი იარაღით 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, გარდაიცვალა. 

გოგიტა მეგრელიშვილი კლინიკა “გორმედის” რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და მის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებდნენ.

შეგახსენებთ, რომ დაჭრა გორის კომბინატის დასახლებაში მოხდა. მეზობლები ვერაფერს ამბობდნენ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ოჯახის სხვა წევრები კი მედიასთან არ კონტაქტობდნენ.

82 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

შეგახსენებთ, შემთხვევა 31 იანვარს მოხდა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები