LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EBRD-ი „ხელედულა-3 ჰესის“ მშენებლობას 30 მილიონით დააფინანსებს

97

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) „ხელედულა-3 ჰესის“ დაფინანსებას გეგმავს. ამისთვის ბანკი 30 მილიონ დოლარს გამოყოფს.

ჰესის მშნებელობა სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხელედულაზე იგეგმება. მისი დადგმული სიმძლავრე კი 51 მგვტ. იქნება.

პროექტის კონცეფცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა უკვე განიხილა. დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ორგანიზაცია, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს მიიღებს.

ცნობისთვის, „ხელედულა-3 ჰესის“ პროექტს თურქული კომპანია „ანადოლუ ჯგუფი“ ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 88.7 მილიონი დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g