LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

541
მიხეილ-ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მეტად მეგობრული, თავისუფლების მოყვარე მერწყულის, მთვარე კი, ერთგული და სტაბილური კუროს ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ყოველდღიური და გადაუდებელი საქმეების შესასრულებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და უძრავი ქონების შესაძენად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად, მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად. ნაკლებად გაამართლებს რისკი და სპონტანურად მოქმედება.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ბიოლოგიური ნივთიერების შემცველი საკვების მიღებისგან. მოერიდეთ ორპირ ქარს, რადგან მაღალია ყურების გაცივების ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ყავისფერი, ასევე აქატი, მარგალიტი, ქრიზოპრაზი, მალაქიტი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და თხის რქისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g