სინდი კროუფორდის დიდების პერიოდი 90-იანი წლები იყო. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მოდელი 55 წლის ასაკშიც შეუდარებლად გამოიყურება და გლამურული ჟურნალების გარეკანს საკმაოდ ხშირად ამშვენებს.
ფოტო: 55 წლის სინდი კროუფორდმა Style Magazine-ის სექტემბრის ნომრის გარეკანი დაამშვენა
ამჯერად მოდელი სანტა-მონიკაში გადაიღეს, ის მეგობრებთან ერთად სავახშმოდ მიემართებოდა. აღსანიშნავია, რომ სინდი სრულიად უმაკიაჟოდ იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება მის „ლუქს“, მას ხაკისფერი, აბრეშუმის კომბინეზონი ამშვენებდა, რომელზეც მუქი მწვანე ტყავის ქურთუკი ჰქონდა მოცმული.