მსახიობი თაკო აბაშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა თმის ნულზე გადაპარსვა.
თაკო აბაშიძე:
„თმა რომ გადავიპარსე, ალბათ, ბევრს ეგონა, რომ პრობლემა მაქვს, მაგრამ მართლა არაფერია, უბრალოდ, ასე მომინდა. სხვათა შორის, არ მენანება, შემიძლია, წელამდე გაზრდილი თმა უცებ ნულზე გადავიპარსო. ვარცხნილობის შეცვლა ნამდვილად არ მიჭირს, ერთი და იგივე სტილი მბეზრდება. დამერწმუნეთ, როცა თმას ვიჭრი, ასე მგონია, ყველაფერ ცუდსა და ნეგატიურს მას ვატან და ეს სერიოზული რელაქსია…“