ლეგენდარული რეჟისორი, კვენტინ ტარანტინო და მისი მეუღლე, დანიელა პიკი მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ გამოცემა „იერუსალიმ პოსტი“ იუწყება.
შეგახსენებთ, რომ მეუღლეებს უკვე ჰყავთ ორი წლის ვაჟი. ცნობილია, რომ საუბარია ორსულობის პირველ კვირებზე და სხვა დეტალები ჯერ არ საჯაროვდება.