სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პარკში, პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა (მამულიჩა) მეუღლეს, ლელა წურწუმიას გრანდიოზული სიურპრიზი მოუწყო.
კერძოდ, ქალაქის მთავარი გული მხოლოდ ლელასთვის აინთო.
როგორც მამულიჩამ გადაცემაში “შენი დილა” აღნიშნა, ამ დღეს ყოველთვის სიყვარულით ხვდება.
“ჩემო ლელა, გაუმარჯოს ჩვენს სიყვარულს. ეს ყვავილები თქვენ, ეს შოკოლადი თქვენ და ესეც თქვენია”,- თქვა მამულიჩამ.