LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია: პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში გადავიდა

213
ტრყრწ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ქვეყანაში ვირუსის პიკი დაღმავალ ტალღაში გადავიდა.

ამის შესახებ თამარ გაბუნიამ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ეპიდვითარებაზე საუბრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს მონაცემები გარკვეულწილად იმედისმომცემია:

“ამ დილით კორონავირუსის 19 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული სამშაბათის მაჩვენებელთან შედარებით, დაბალია.

ეს რიცხვები სხვა პარამეტრებთან ერთად, მიუთითებს, რომ პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში, მიმდინარეობაში გადავიდა.

ეს გარკვეულწილად იმედისმომცემია, თუმცა კვირის ბოლომდე მაინც უნდა გაგრძელდეს დაკვირვება, ვიდრე ჩვენ გვექნება საფუძველი, ვთქვათ, რამდენად მოხერხდა პიკის გადალახვა “ომიკრონის” ტალღის პირობებში”, – განაცხადა გაბუნიამ.

ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმაც. გაბუნიას მსგავსად, დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს ამირან გამყრელიძე და აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში შემთხვევების რაოდენობის კლება იქნება.

“ჩვენ გადავდივართ პიკს ომიკრონის ტალღის და ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში თანდათან უკვე შემთხვევების კლების რაოდენობა უნდა გვქონდეს, თუმცა ეს შესაძლებელია გახანგრძლივდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში რამდენიმე მიზეზის გამო”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ დღევანდელ კოვიდსტატისტიკას ბოლო 24 საათში, დაინფიცირდა 19 049 ადამიანი, გარდაიცვალა 51 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 18 409 პირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები