ფოთში ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დედას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
დედა, რომელმაც ჩვილი ჯერ გაგუდა და შემდეგ საკანალიზაციო მილში ჩააგდო, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
ადვოკატის თქმით, ბრალდებული დიანა კაზმაფეროვა ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს ფოთში, დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად სანტექნიკოსი გამოიძახეს.
ფოთში დააკავეს დედა, რომელმაც ახალშობილი საკანალიზაციო მილში დატოვა