საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი ისევ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air გახდა. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელმაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან შესაბამისი მონაცემები გამოითხოვა.
ამ მონაცემების თანახმად, 2022 წლის იანვარში Wizz Air საქართველოს ავიაბაზარზე 30 ათას 264 მგზავრს მოემსახურა, შესაბამისად, ავიაკომპანიაზე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილი მგზავრთნაკადის 13%-ი მოდის.
„ავიანიუსის“ ცნობითვე, იანვრის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზრის 12%-იანი წილის მფლობელია თურქული Turkish Airlines, მესამე პოზიციაზე იმყოფება 10%-იანი წილით ასევე თურქული Pegasus Airlines. გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზრის TOP-5 ავიაკომპანიას შორისაა ბელორუსული ავიაკომპანია Belavia (8%) და არაბეთის გაერთიანებული საამიროებს ავიაკომპანია flydubai-ც (7%).