LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სუპერქარი ქრაშ-ტესტის დროს დაიმტვრა

49
004s

ამერიკულმა კომპანიამ Scuderia Cameron Glickenhaus თავისი პერსპექტიული სუპერქარის 004S-ის ცდების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. მოდელის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ უსაფრთხოების ბალიშები არ გააჩნია. ფირმის სპეციალისტები გეგმავენ, რომ შექმნან ავტომობილი, რომელსაც ინოვაციური კონსტრუქცია ექნება და შეჯახების დროს მგზავრისა და მძღოლის უსაფრთხოებას კლასიკური „აირბაგის“ გარეშეც დაიცავს. ქრაშ-ტესტის დროს სუპერქარი მყარ ბარიერს მაღალი სიჩქარით დაეჯახა.

გამოქვეყნებული კადრების მიხედვით, საქარე დაჯახების დროს სუპერქარს უსაფრთხოების ბალიშები არ გაეხსნა. როგორი დარტყმა მიიღო მანეკენმა, რომელიც მძღოლის როლს ასრულებდა, უცნობია. სპეციალისტებმა კი განაცხადეს, რომ საბოლოო შედეგებით სრულებით კმაყოფილები არიან.

კომპანია სერიოზულად გეგმავს, რომ აწარმოოს სერიული სუპერქარი, რომელსაც უსაფრთხოების ბალიშები უბრალოდ არ ექნება და ამის საჭიროება არც იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g