LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის თავიდან აცილების შანსი ჯერ ისევ არსებობს: ენტონი ბლინკენი

79
ენტონი ბლინკენი

ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, იმაზე მეტყველებს, რომ ეს ძალიან სერიოზულია, რომ ჩვენ ვართ შეჭრის ზღვარზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, უკრაინისა და რუსეთის დაძაბულობასთან დაკავშირებით „CNN-თან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ბლინკენის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის რუსეთის სცენარი წინ მიიწევს, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს შანსი დიპლომატიისთვის ომის თავიდან ასაცილებლად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მზად არის, ისაუბროს რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან „ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში“, თუ ეს ხელს შეუწყობს ომის თავიდან აცილებას.

ენტონი ბლინკენმა უკრაინისა და რუსეთის დაძაბულობაზე „CBS-თან“ ინტერვიუშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.

„ვაღიარებ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, როგორც რუსეთის მიერ ალყაში მოქცეული ქვეყნის ლიდერი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში და ნათლად ვაცხადებთ, რა მოუვა რუსეთს, თუ ის ამ აგრესიას განახორციელებს. შეჭრის შემთხვევაში, გავაორმაგებთ ჩვენ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. და ეს ნიშნავს უსაფრთხოების კუთხით დახმარებას, ეკონომიკურ დახმარებას, დიპლომატიურ დახმარებას, პოლიტიკურ დახმარებას და ჰუმანიტარულ დახმარებას“, – თქვა ბლინკენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები