ნიკოლოზ რაჭველმა “ფორმულას” გადაცემაში „თავგადასავალი“ პირველ პირებთან შეხვედრის ისტორიები გაიხსენა.
“სხვათა შორის, ედუარდ შევარდნაძეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თითქმის აღსარება აქვს ჩემთვის ნათქვამი, თვითმფრინავის ბიჭებთან დაკავშირებით. ცრემლიანი საუბარი გვქონდა.
მის თვალებზეც იყო ცრემლები და ჩემსაზეც”, – რაზედაც გადაცემის წამყვანმა უთხრა, რომ მისგან აღსარების საიდუმლოს გათქმას ვერ მოითხოვნდა”
ნიკოლოზ რაჭველმა გაიხსენა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ისტორიაც.
“ახალი ჩამოსული ვარ, დავიწყე თეატრში საქმიანობა დავით დოიაშვილთან ერთად, ვახორციელებთ ორკესრის რეფორმას და საქართველოში ჩამოვიდა თურქეთის პრეზიდენტი.
ოფიციალური ვიზიტი იყო და ორი ღონისძიება დაიგეგმა – ერთი ოპერის თეატრში, გალა კონცერტი და მეორე, მცხეთაში, ვახშამი, შემოქმედებითი ნაწილით. მე და დოი გავნაწილდით.
მე ვახშმის შემოქმედებითი მხარე უნდა გამეკეთებინა. დიდი ენერგია ჩავდე.
მოვიდნენ პრეზიდენტები, მთავრობა, პოლიტიკური ელიტა. ჩვენ კი, მე და დოიც სამზარეულოდან ვმართავთ პროცესებს, ერთგვარი კულისებია მანდ მოწყობილი. მიხეილ სააკაშვილი შემოვიდა რაღაცის გამო, დოი დაინახა, იცნო და უთხრა – “აუ, რა კარგი პროგრამა გაგიკეთებია, არაჩვეულებრივია ყველაფერი, ისე მომწონს და ამაყი ვარ, უცხოელ დელეგაციასთანო”, ანუ ჩემს გაკეთებულზე უხდის მადლობას და დოი დაიბნა. იქვე გადაწყვიტა უთხრას, რომ არაფერ შუაშია, ეხებოდა ოპერა, რომელიც გაუქმდა.
ამ დაბნეულობაში დოიმ ჩემკენ გამოიხედა და მომართა მისი ყურადღება, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილმაც შემომხედა და უცებ მხარზე დამადო ხელი და მითხრა – “უგემრიელესია ყველაფერიო” ანუ ჩათვალა, რომ შეფპოვარი ვარ. ასეთი გაცნობა მქონდა ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან”, – თქვა ნიკოლოზ რაჭველმა.
მან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ისტორიაც გაიხსენა.
“პატარა გადაკვეთა მქონდა ჯერ კიდევ პოლიტიკაში მოსვლამდე, როდესაც პასპორტი წაართვეს, დაიწყო ხელმოწერების შეგროვებები სახელოვნებო წრეში. მიუხედავად იმისა, რომ “ქართუდან” არანაირ დახმარება არ მქონდა, იმის გამო, რაც გააკეთა ამ კაცმა სხვა თეატრების და ორკესტრებისთვის, აბსოლუტურად მადლიერმა დავუჭირე მხარი ამ წერილს.
ბიძინა ივანიშვილს რომ შევხდი, ცერემონიალზე ბევრი ხალხი იყო, რატომღაც ჩათვალა, რომ ხმამაღლა ეთქვა ჩემთვის – ნიკა, მე შენთან ვარ ვალში, მე ვარ შენი მევალე. ძალიან შთამბეჭდავი იყო, უცებ ყველა გაჩერდა და წამები დაშწირდათ, გაეცნობიერებინათ, რომ უმდიდრესი ადამიანი ვისი მევალე შეიძლება ყოფილიყო, ამას ძალიან დიდი იუმორით ვიხსენებ”, – თქვა ნიკოლოზ რაჭველმა.