„თეგეტა მოტორსი” მომხმარებლებს ტექდათვალიერების რეგულაციის შემოღებასთან დაკავშირებით, მსუბუქი და 4X4-ზე ავტომობილების მფლობელებს კამპანია „მწვანე გზის“ ფარგლებში, სთავაზობს წინასწარ შეამოწმონ ავტმობილი ყველა საჭირო კრიტერიუმის გათვალისწინებით, აღნიშნული სერვისის ღირებულება შეადგენს 30 ლარს.
„წინასწარი ტექნიკური დათვალიერება საშუალებას მოგცემთ შეამოწმოთ თქვენი ავტომობილი რა კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და მიიღოთ რეკომენდაციები პროფესიონალი სპეციალისტებისგან. აღნიშნული სერვისი საშუალებას მოგცემთ მზად იყოთ სავალდებულო ტექდათვალიერებისთვის.
„მწვანე გზის“ კამპანიის ფარგლებში თქვენ შეგიმოწმებენ გამონაბოლქვს, ამორტიზატორებს, საბურავების ნახარის კუთხეს, ხიდების მიხედვით მუხრუჭების პროცენტულ სხვაობას მხარეებს შორის, ხელის მუხრუჭის ეფექტურობას, საერთო მუხრუჭების ეფექტურობას მასასთან მიმართებაში, მაშუქების ფუნქციონალურობას, სავალ ნაწილს და ავტომობილის საერთო ვიზუალურ მდგომარეობას.
თქვენი კომფორტისთვის „თეგეტა“ გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ სერვისით, რომლის ფარგლებში პერსონალური მენეჯერი მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვის ცენტრში გადაყვანას. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეზერვაციით reservation.tegetamotors.ge, ისე „თეგეტას“ ცხელ ხაზის მეშვეობით 032 226 44 44,”- აცხადებენ „თეგეტა მოტორსში”.