საბაჟო გამშვები პუნქტში “სარფი”, არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 6 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 9372 ლარის ღირებულების, 5 ცალი, არადეკლარირებული ოქროს ზოდი (საერთო წონა, 100 გრამი) აღმოაჩინეს.
კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 9372 ლარის ოდენობით შეეფარდა.