უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებები განადგურებულია, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაბაზების ინფრასტრუქტურა კი მწყობრიდან არის გამოყვანილი – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
იგივე წყაროს ცნობით, უკრაინის სამხედრო სასაზღვრო სამსახურები “არავითარ წინააღმდეგობას არ უწევენ” რუსულ სამხედროებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსული ჯარები უკრაინულ ქალაქებზე არავითარ დარტყმებს არ ახორციელებენ.
უწყების ინფორმაციით, სამოქალაქო პირებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის შესახებ.