უკრაინული მედიის ცნობით, რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინულმა ძალებმა რუსული კოლონის შესაჩერებლად ხიდი ააფეთქეს.
არსებული ინფორმაციით, უკრაინული ძალები რუსულ კოლონას ივანკოვის დასახლებასთან წინააღმდეგობას უწევენ.
ივანკოვი კიევის საზღვართან მდებარეობს. ამის შემდეგ, ვიშგოროდის გავლით დედაქალაქზე თავდასხმის შესაძლებლობა იხსნება.