2019 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება.
„განსაზღვრულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა. ეს პროგრამა იქნება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილი – ე.წ. ქვეკომპონენტი. ამ ეტაპისათვის ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რათა მოსახლეობის უშუალო ჩართულობით სწორად მოხდეს პროექტების შერჩევა და ვმუშაობთ ასევე ფინანსთა სამინისტროსთან, რათა შეჯერდეს თანხის ოდენობა“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.
აღნიშნულ კომენტარს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.