LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Washington Post: ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევიდან ევაკუაციაზე აშშ-ის მთავრობის შეთავაზებაზე უარი თქვა

292
fsfsfsfsfs

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევიდან ევაკუაციაზე აშშ-ის მთავრობის შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post-ი უკრაინულ და ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ ის მტრის ნომერი პირველი სამიზნეა, საფრთხის ქვეშაა მისი ოჯახიც, თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი უკრაინაში რჩებიან.

„ჩემი ოჯახი მოღალატეები არ არიან. ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან. ჩვენი ინფორმაციით, მე მტრის ნომერი პირველი სამიზნე ვარ. მათ უკრაინის განადგურება სახელმწიფოს მეთაურის განადგურებით სურთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g