LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მილიონი ლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება

387
1645882026-ელჩ-აზარაშვილი1

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მილიონი ლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში უკრაინის ელჩი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იმყოფებოდა.

უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მილიონი ლარი გამოიყოფა

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების შესახებ ინფორმაცია მას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მიაწოდეს.

ელჩმა საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უკრაინაში გაგზავნილ ჰუმანიტარულ ტვირთში ათასობით პირველადი სამედიცინო დახმარების საგნები, 30 -ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და ჟანგბადის კონცენტრატორები შედის.

საქართველოს მთავრობის მიერ ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვის პროცესში რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ და კლინიკამ სურვილი გამოთქვა, სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიკამენტების ნაწილი უსასყიდლოდ გადაეცათ.

საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა ვარშავის გავლით ხვალ მიიღებს.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g