ინოვაციური სერვისი Design objects Management-ი უკვე საქართველოშია. სერვისი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სამსახურიდან გაუსვლელად მართოს საკუთარი საცხოვრებელი სივრცის რემონტი.
”თუ თქვენ ახლახან დაასრულეთ რემონტი (ან აპირებთ) და გარემოს კეთილმოწყობას აპირებთ, მაშინ სწორედ თქვენ, კომპანია MINIMA გთავაზობთ ამიერკავკასიის ბაზრისთვის ინოვაციურ სერვისს – Design objects Managment.
Design objects Managment, ანუ კეთილმოწყობის სერვისი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ სწორად დახარჯონ თავიანთი ფული შემდეგი მიმართულებით: ავეჯი; განათება, დეკორი, აქსესუარები, საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური ტელე და აუდიო ტექნიკა, საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული დიზაინის ნივთები, ჭურჭელი, ტექსტილი, ხალიჩები, ფარდები, საკოლექციო ნივთები, ფერწერა, წიგნები, ფოტო ხელოვნების ნიმუშები, ანუ ყველაფერი ის, რაც თქვენ გარემოს კეთილმოწყობილს ხდის და თქვენ ინდივიდუალურ იმიჯს უზრუნველყოფს.
Design objects Managment -ის სერვისი გაწვდით სასარგებლო ინფორმაციას აღნიშნულ სფეროებში, ადგილობრივი და საერთაშორისო მწარმოებლების შესახებ, რითაც ფაქტობრივად უსაზღვრო არჩევანი გეძლევათ”, – აცხადებს კომპანია MINIMA-ს წარმომადგენელი თამთა მუგასაშვილი-რაბათელი.
მათივე ცნობით, MINIMA ეძებს და თქვენთან ათანხმებს კოლექციებს ხარისხიანი და კომფორტული გარემოს შესაქმნელად.
”Design Objects Management-ით იზოგება თქვენი დრო, ფინანსები (სპეციალური ფასები) და ენერგია, შედეგად იღებთ: დახვეწილ და ფუნქციურ საცხოვრებელ სივრცეს, რომელიც აღაფრთოვანებს თქვენს ვიზიტორებს. MINIMA-ს გუნდი ასევე მზად არის პროფესიონალური კონსულტაცია გაუწიოს თქვენი სივრცის დიზაინერს/არქიტექტორს და მიაწოდოს სრული ინფორმაცია თანამედროვე ტრენდების და ტენდენციების, კონკრეტული ბრენდების და მათი უახლესი კოლექციების შესახებ. MINIMA ასევე უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს აღნიშული კოლექციების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანას”, – განმარტა კომპანიის წარმომადგენელმა, თამთა მუგასაშვილი-რაბათელმა.