ცნობილი უკრაინელი პედიატრი და ტელეწამყვანი, ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს და ქართველ ხალხს მიმართავს: „დამიკავშირდნენ ქართული არხებიდან და მთხოვეს, კომენტარი გამეკეთებინა იმაზე, რაც ახლა უკრაინაში ხდება. პირველ რიგში, დიდება უკრაინას, მინდა კარგად გაიგოთ, რომ ეს ომი არ არის მხოლოდ ჩვენი ომი, ეს არის ომი მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან, მათ შორის საქართველოსთან. როგორც ვხედავ, ეს ესმის ქართველ ხალხს, მაგრამ არ ესმის ხელისუფლებას. დამიჯერეთ, ვერსად შეძლებთ ღვინის გაყიდვას, იქნება მხოლოდ ერთ ადგილი, სადაც მისი გაყიდვა შეიძლება. ქართული ღვინო არ იმსახურებს იმას, რომ ხალხი, ვინც მისი ფასი იცის, იყოს ახლა საქართველოში.
იცით, ოცნება მქონდა, ჩავსულიყავი ოდესაში, იქიდან ჩამოვსულიყავი ბათუმში, მენახა ჩემი უსაყვარლესი თუშეთი. როგორ მიყვარხარ, საქართველო, როგორ მინდა შენთან, მომეცით შანსი, ჩამოვიდე… ქართველებო, გთხოვთ, გააკეთეთ რამე, გააგებინეთ თქვენს ხელისუფლებას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. კიდევ ფიქრობთ, ბანდიტებს უნდა დაუწესოთ თუ არა სანქციები? ახლა დიპლომატიის დრო არ არის, დაგვიდექით გვერდში“ – ამბობს ემოციურ მიმართვაში ექიმი კომაროვსკი.