მსოფლიოში კრიპტოვალუტის ბუმი გრძელდება და ბევრმა ხელოვანმა თავისი შემოქმედება ვირტუალურ რეალობაში გადაიტანა. ახალი ტენდენციის მიმართ ყურადღების მისაპყრობად ისინი არაორდინალურ აქტივობებსაც აღარ ერიდებიან.
ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, სახელად Shl0ms-მა გადაწყვიტა, კრიპტოვალუტით მარტივად გამდიდრების პოლიტიკის წინააღმდეგ წასულიყო. მან მოაწყო აქცია, რომლის ფარგლებში Lamborghini Huracan ასაფეთქებლით გაანადგურა.
სუპერქარი უდაბნოში წაიღეს და შემდეგ ააფეთქეს. მოსამზადებელი პროცესის დროს ადგილზე იმყოფებოდა ინჟინერიც, რომელმაც ასაფეთქებელი ისე გადაანაწილა, რომ ავტომობილი ზუსტად 999 ნაწილად დაშლილიყო. აქცია წარმატებით დასრულდა.
ხელოვანმა პირველი 111 ნაწილი თავისი გუნდის წევრებს გაუნაწილა, დანარჩენ 888 დეტალს ციფრულ რეალობაში გადაიტანენ და მათ შეძენას მსურველები აუქციონის ფარგლებში შეძლებენ. სუპერქარისგან დარჩენილი ნამტვრევების საწყისი ღირებულება 23 დოლარი იქნება.