LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანქტ-პეტერბურგში პოლიციამ მინიმუმ 350 ანტი-საომარი საპროტესტო აქციის მონაწილე დააკავა – მედია

86
აქციები სანქტ-პეტებრბურგში

ადგილობრივი მონიტორინგის საიტი OVD-Info-ს ცნობით, პოლიციამ რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში, სანქტ-პეტერბურგში, ოთხშაბათს, სულ მცირე, 350 ომის მოწინააღმდეგე მომიტინგე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN, OVD-Info-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

რამდენიმე ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციამ მოხუცი ქალი დაიჭირა, რომელსაც ანტი-საომარი და ანტი-ბირთვული ბანერები ეჭირა, მაშინ, როცა მომიტინგეები ქალს აქეზებდნენ და ტაშს უკრავდნენ.

OVD-info-ს ცნობით, გასული ხუთშაბათიდან რუსეთში ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 7 615 ადამიანი დააკავეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g