რუსთავის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე 24 წლის ბიჭის ცხედარი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილს თან ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
კულტურისა და დასვენების პარკის დაცვამ, გარდაცვლილი დღეს დილით ნახა და პოლიციას შეატყობინა.
პარკის ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.
ვიდეოს “ინფო რუსთავი” ავრცელებს.