LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ვითარების გართულების შემთხვევაში ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ნაბიჯებს გადადგამს: ურსულა ფონ დერ ლაიენი

61
Remove term: ურსულა ფონ დერ ლაიენი ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინაში ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ნაბიჯებს გადადგამს. – ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირებაზე მუშაობს.

ამის შესახებ ევროპელმა მაღალჩინოსანმა ბუქარესტში ვიზიტისას რუმინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენ რუსეთის ხელისუფლებას მკაცრი სანქციებით ვპასუხობთ. ჩვენი მიზანია, არ მივცეთ კრემლს საშუალება, აწარმოოს ომი თავისი მეზობლების წინააღმდეგ.” – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა უპრეცედენტო სანქციები დააწესა.

“ეს სანქციები ასევე დააწესეს მთელ მსოფლიოში ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა. ჩვენს მიერ წარდგენილი სანქციების სამ ტალღას უკვე აქვს გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე და შესაბამისად, პუტინის ომის ძალისხმევაზე. ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ, თუ ვითარება ადგილზე გაუარესდება. ამავე დროს, ჩვენ შურისძიების შემთხვევისთვის ვემზადებით, კერძოდ ჩვენ ვემზადებით ჩვენი ენერგომომარაგების დივერსიფიცირებაზე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g