უკრაინისა და საქართველოს შემდეგ, მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი მოაწერა განაცხადს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
„პატივცემულო მოქალაქეებო, თუკი ზოგიერთი განცხადებისთვის დრო არის საჭირო, დანარჩენი განცხადებები ოპერატიულად უნდა იყოს მიღებული. ჩვენ განაცხადს უახლოეს დღეებში წარვადგენთ ბრიუსელში“, – განაცხადა მაია სანდუმ.
„მოლდოვა ოფიციალურად აწერს ხელს განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. მოლდოვის მოქალაქეები მზად არიან იშრომონ სტაბილური და აყვავებული მომავლისკენ ევროკავშირის და ევროპული სახელმწიფოების ოჯახში“,- წერს მაია სანდუ „ტვიტერზე“.
The time is now: #Moldova officially signs the application for membership to join the #European Union. ?? citizens are prepared to work hard towards a stable and prosperous future in the ?? & the family of European states. pic.twitter.com/35a2q9WCaW
— Maia Sandu (@sandumaiamd) March 3, 2022